ჩვენს შესახებ
ონკოლოგიის მულტიდისციპლინარული ბორდი წარმოადგენს შვიდი გამოცდილი პროფესიონალისგან შემდგარ ელიტურ გუნდს. ჩვენი წევრები არიან წამყვანი ექსპერტები ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ქირურგიული ონკოლოგია, რადიაციული ონკოლოგია, სამედიცინო ონკოლოგია და პათოლოგია. ეს მრავალფეროვანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევხედოთ ონკოლოგიურ გამოწვევებს კომპლექსური პერსპექტივიდან და შევიმუშაოთ ინოვაციური მიდგომები კიბოს მკურნალობისა და პრევენციისთვის.
დაარსებული 2023-ში, ჩვენი ბორდი წარმოადგენს საქართველოში ონკოლოგიის დარგის განვითარების ფლაგმანს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ხიდი ადგილობრივ სამედიცინო საზოგადოებასა და საერთაშორისო ონკოლოგიურ წრეებს შორის.

ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა ვიყოთ ცვლილებების კატალიზატორი სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით ონკოლოგიაში, უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობა, მათი მომზადებისა და განხორციელების გზით; მედიცინის სფეროს, განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში;. ჩვენ ვმუშაობთ, რათა:
1] მედიცინის სფეროებში, განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგში ახალი ან/და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება/დანერგვა;
2] მედიცინის სფეროებში, განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვა ან/და გაღრმავება;
3] მედიცინის სფეროებში, განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგში არსებულ პროექტებში ჩართულობა
4] მედიცინის სფეროებში განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგში საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელება და ჩართულობა.
5] მედიცინის სფეროებში განსაკუთრებით ონკოლოგიის დარგში კონფერნციების, სემინარები, ტრეინინგების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან ორგანიზებაში მონაწილეობა.
6] ონკოლოგიის დარგში კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების – გაიდლაინების, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების – პროტოკოლების შემუშავება/განახლება, მათ შორის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში;
7] საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების/ცვლილებების მომზადება,

ჩვენი საქმიანობა
ვენი ბორდი ახორციელებს შემდეგ აქტივობებს:
- ვაორგანიზებთ და ვმონაწილეობთ კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებში ონკოლოგიის სფეროში.
- ვმუშაობთ კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შემუშავებასა და განახლებაზე.
- ვამზადებთ საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელ დოკუმენტებს და მათ ცვლილებებს.
ჩვენი მიზანია, ვიყოთ წამყვანი ძალა ონკოლოგიის დარგის წინსვლაში საქართველოში, ვუზრუნველყოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლება და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.

