
MOB და GIMPHA სემინარი
2024 წლის 24, 25 და 26 მაისს ონკოლოგიის მულტიდისციპლინარულმა ბორდმა (MOB – Multidisciplinary oncology board) და GIMPHA -მ (Georgian International Medical and Public Health Association) ჩაატარეს სამდღიანი სემინარი ონკოლოგიაში. სემინარს ესწრებოდა 55 კოლეგა ონკოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი, პათოლოგანატომი, რადიაციული ონკოლოგი, ჰემატოლოგი და სხვა. კოლეგები გვესტუმრენ საქართველოს სხვა და სხვა საავადმყოფოებიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებიდან და მეზობელი და ევროპული სახელმწიფოებიდან. საქმიან და ამავედროულად მეგობრულ გარემოში მოხდა ბევრი რთული და იშვიათი შემთხვევის გარჩევა.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ საავადმყოფოებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ამ სემინარის ორგანიზებაში:
- მეგალაბს
- კავკასიის სამედიცინო ცენტრს
- დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრს
- კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრს.


Leave a comment